იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, "თბილისის დინამო" 23 თებერვალს სუპერთასზე შავი ფორმით ითამაშებს
იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, "თბილისის დინამო" 23 თებერვალს სუპერთასზე შავი ფორმით ითამაშებს

A+ A-

18:54 21/02/2020

იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, საფეხბურთო კლუბი „თბილისის დინამო“ 23 თებერვალს სუპერთასზე შავი ფორმით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას LIVE.GE ავრცელებს.

ფეხბურთელების ფორმაზე გარდაცვლილ იუნკერთა და მეთაურთა სახელები იქნება დატანილი.

 „დინამო თბილისის“ მეტოქე „საბურთალოს“ გუნდი იქნება.

ცნობისთვის, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს.