აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა

A+ A-

18:38 21/02/2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. „ბათუმელების“ თანახმად, გადაწყვეტილება 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ დახურულ გასაუბრებაზე მიიღო.

კონკურსში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „მეცხრე არხის“ და „იმედის“ პროდიუსერად, იყო ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2 თებერვლიდანაა ვაკანტური. ამ დღეს თანამდებობა პროტესტის ნიშნად ნათია ზოიძემ დატოვა იმის გამო, რომ მისი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას არ იძლეოდა. კერძოდ, ახალი ხელშეკრულებით, ნათია ზოიძეს მხოლოდ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა-წარდგენა ევალებოდა.