გვაქვს ინფორმაცია, რომ "ოცნება" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წინადადებას ამზადებს - კოტე კემულარია
გვაქვს ინფორმაცია, რომ "ოცნება" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წინადადებას ამზადებს - კოტე კემულარია

A+ A-

17:40 21/02/2020

“გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ოპოზიციის გეგმები საარჩევნო სისტემასთან და 4 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. მისივე განცხდებით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან დათმობაზე არ წავა.

“ოპოზიციის გეგმები არ შეცვლილა 4 აპრილს დაგეგმილ აქციასთან და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროპელი პარტნიორებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სხვადსხვა წინადადებას ამზადებს. ამიტომ ვნახოთ, რამდენად რეალური იქნება მათი შეთავაზება. “ქართული ოცნების“ საარჩევნო შეთავაზება 150/50-ზე ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კოტე კემულარიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, სადაც პოლიტიკოსებმა საარჩევნო სისტემასთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე