მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ მომავალზე და არა წარსულზე - თინა ბოკუჩავა
მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ მომავალზე და არა წარსულზე - თინა ბოკუჩავა

A+ A-

17:02 21/02/2020

მნიშვნელოვანია, ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე და არა წარსულზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა იმართება.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა ციხეში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა და დრო უნდა მიეცეს, თავის გეგმებზე ჩამოყალიბდეს.

„ყველას ესმის, რა ტიპის ჭირთან, რა ტიპის მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე ივანიშვილის სახით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ მაქსიმალურად, ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე და არა წარსულზე. ადამიანს, რომელმაც ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა სამარტოო საკანში, ჩემი აზრით, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ