"ქართულ ოცნებას" ოპოზიციისთვის რეალისტური წინადადება არ შეუთავაზებია - რომან გოცირიძე
"ქართულ ოცნებას" ოპოზიციისთვის რეალისტური წინადადება არ შეუთავაზებია - რომან გოცირიძე

A+ A-

16:57 21/02/2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, როგორმე საპროტესტო მუხტი ჩააქროს, ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის არც ერთი რეალისტური წინადადება არ შეუთავაზებია.

„100/50-ზეც კი კუდმიბმული იყო 2024 წელს პროპორციული არჩევნების გაუქმებასთან და ახლა რაღაცის შემოთავაზებას აპირებენ, ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ან როგორც კომპრომისი – პროპორციულთან მიახლოებული შერეული სისტემით. ასევე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ. ველოდებით, რა წინადადებას შემოგვთავაზებენ. დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავენ, რადგან ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი – ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება. ახლაც ასე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გონივრული შემოთავაზება, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო იზოლაციაში. მატყუარა ხელისუფლებას რა ელის არჩევნებზე, ამას ვნახავთ. არჩევნებზე ჩამოშლილები მივლენ, პროტესტისა და საშინაო თუ საგარეო ზეწოლის ფონზე“, – განაცხადა გოცირიძემ.