განულებული სესხები გაცოცხლდა - საიტი vali.ge გაქრა, მოქალაქეებს საარჩევნოდ განულებული ვალის გადახდას აიძულებენ
განულებული სესხები გაცოცხლდა - საიტი vali.ge გაქრა, მოქალაქეებს საარჩევნოდ განულებული ვალის გადახდას აიძულებენ

A+ A-

14:57 21/02/2020

საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა? vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და ვალების განულების ცნობაც არავის აქვს, - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე რომელიც წესით ქართუ ფონდმა გაანულა vali.ge -ს საიტით.

ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ ქართუ ფონდის მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „მოკლედ, აქ რაღაცაშია საქმე, კერძოდ: ან ქართუ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა) – ან გამსესხებლებმა მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.

ამასობაში vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს. აი ასე, საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა როგორღაც ?! (ეს კითხვაა და არა დასკვნა).’’ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი 10 დეკემბერს ამუშავდა. ვალები გაუნულდა 609 542 მსესხებელს რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. "შავ სიაში", რომელთაც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში არ შეუტანიათ თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს, სულ ჯამში 1 360 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4 027 099 783 ლარს.