ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ - მაკო გომურს თვალის ქუთუთო გადაუნერგეს
ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ - მაკო გომურს თვალის ქუთუთო გადაუნერგეს

A+ A-

13:47 21/02/2020

გავრილოვის ღამეს დაზარალებულ მაკო გომურს, მომხდარიდან რვა თვის შემდეგ, თვალზე მორიგი ოპერაცია გაუკეთეს და ქუთუთო გადაუნერგეს.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, მაკო გომურს თვალბუდის ცარიელი და დაზიანებული ქსოვილები ამოუვსეს ცხიმით, რადგან უკეთ მოთავსდეს თვალის ახალი პროთეზი. ასევე გადაუნერგეს თვალის ქუთუთო და დაზიანებული კანი მოაშორეს.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა ფფლ. ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ. შედეგი რამდენიმე კვირაში გვექნება. მანამდე აიტანეთ ჩემი წუწუნი. წავედი ახლა, გადარბენებზე ვარ. 8 თვე გასულა დღეს...“ - დაწერა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში ოპერაციის შემდეგ.

მოგვიანებით, მაკოს დამ, მზიკო გომურმა მაკოს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: მისმა „ისევ ოცია და ისევ მაკოს პალატაში შევდივარ… თუმცა რვა თვის წინ გაცილებით მძიმე რამ მქონდა სათქმელი. ბოროტი სიმბოლოებით სავსეა ცხოვრება. პ.ს აფთერს რამდენიმე კვირაში იხილავთოო“,  - წერს მზიკო გომური.

 ცნობისთვის, მაკო გომურს, რომელმაც, 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პირველი ოპერაცია აგვისტოში გაუკეთდა და მას დაზიანებული პროთეზი ჩაუსვეს.