ასე მოკლეს სანდრო გირგვლიანი - ადვოკატი 27 წლის ბიჭის წამების დამადასტურებელ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ასე მოკლეს სანდრო გირგვლიანი - ადვოკატი 27 წლის ბიჭის წამების დამადასტურებელ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

A+ A-

13:17 21/02/2020

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სანდრო გირგვლიანის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ გირგვლიანი სიკვდილის შემდეგ სასტიკად არის ნაწამები, რასაც ის დაზიანებები მოწმობს, რომელიც სხეულზე აქვს მიყენებული.

“სპეციალისტებისთვის ვიწყებ გირგვლიანის გვამის ფოტოების ატვირთვას. დანარჩენები – არ შეხვიდეთ შეცდომაში და სადაც სისხლს დაინახავთ – არ იფიქროთ რომ ცოცხალს მიაყენეს ეს დაზიანებები. ჭრილობები სისხლმდინარე არ არის და რასაც ხედავთ – გარდაცვალების შემდეგ მჩხვლეტავი დაზიანებით და მექანიკური ზემოქმდების შედეგადაა გამოდევნილი! რასაც ხედავთ ეს იმ ვირეშმაკობით არის გაკეთებული, რომ “სისხლი დაგანახონ,” და უნიჭო “დრამატურგია” გამოაჩინონ.

არასდროს არ ხდება ისე, რომ ცოცხალი ორგანიზმზე მიყენებული ჭრილობებიდან ზოგან გამოვიდეს სისხლი და ზოგან არა – გამორიცხულია ეს!.. დააკვირდით სახეს, “კისერზე” რამდენი ჭრილობაა მჩხვლეტავი საგნით მიყენებული და არ არის სისხლმდინარე! გვამზე, ჭრილობის მიყენებას აქვს ის თვისება, რომ თუკი ახალი გარდაცვლუილია, დაზიანების არხიდან სისხლი ვერ გადმოდის, ბლანტია და იმწამსვე ითრომბება.

არ შეხვიდეთ შეცდომაში კისერზე სისხლის დანახვისას, ის ხელოვნურადაა ჭრილობიდან გამოდევნილი. გარდა ამისა, ნახავთ, რომ “კისრის” და სახის არეში ბევრი მჩხვლეტავი დაზიანება არ არის სისხლმდინარე. გვამზე აღინიშნება წყლის ზემოქმედების კვალიც (?!) დააკვირდით თმას, წყლის წვეთები ჩანს, არადა გამოძიების ვერსიით ღამეა სადღაც 03 საათზეა გარდაცვლილი და 12 საათია თოვლზე ყინვაში დევს. ყურის ნიშარაში რა უნდა “არტერიული სისხლის” შეფერილობის თხიერ მასას?!.. არაფერი გაიყინა ბოლობოლო?! სახეზე რომ “არტერიული სისხლის” და “ვენური სისხლის” შეფერილობის თხიერი მასების კვალი ერთად აღინიშნება – რა ხდება, საიდან ასეთი სურათი?!..

გვამურ ლაქებზე რაღას იტყვით, ანდა პოზა რომ ა ქვს შეცვლილი და საერთოდ თავის მხარეს რომ ჩანს სისხლსავსეობა?! ნახეთ ხორხის საპროექციო არეში როგორი შესიებაა ემფიზემაა – ამან იარა მთა-გორში კილომეტრნახევარი?! ეს ჩავარდა ხევში 20 მეტრაზე და იქიდან ამოფოფხდა – ნახევარი კოლომეტრი კიდევ იარა?! ამ ყველაფერს ხომ თავისი სახელი აქვს გამყალბებელო გარეწრებო?! მაშ ასე – ბოდიშს ვიხდი ფოტოებისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არის – უნდა გამოვაქვეყნო…”, – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.