საქართველო იპოთეკური სესხების სიიაფით 88-ე ადგილზეა - რომელი ქვეყანა ლიდერობს რეიტინგში
საქართველო იპოთეკური სესხების სიიაფით 88-ე ადგილზეა - რომელი ქვეყანა ლიდერობს რეიტინგში

A+ A-

17:29 20/02/2020

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12,12% -ს შეადგენს.

Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:

  • 1. ფინეთი - 1,46%
  • 2. იაპონია - 1,48%
  • 3. სლოვაკეთი - 1,60%
  • 4. შვეიცარია - 1,61%
  • 5. საფრანგეთი - 1, 64%
  • 6. დანია - 1,77%
  • 7. ბელგია - 1,82%
  • 8. გერმანია - 1,88%
  • 9. ტაივანი - 1,89%
  • 10. იტალია - 1,99%
 

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • 1. არგენტინა - 41,50%
  • 2. ვენესუელა - 22,68%
  • 3. ირანი - 20,06%
  • 4. უკრაინა - 19,52%
  • 5. თურქეთი - 18,65%
  • 6. უზბეკეთი - 18,38%
  • 7. ნიგერია - 17,69%
  • 8. ყაზახეთი - 15,50%
  • 9. შრილანკა - 14,47%
  • 10. კენია - 14,17%

Bpn.ge

იხილეთ სრული სია: