ხვალ პარლამენტთან მორიგი სირცხვილის კორიდორი მოეწყობა
ხვალ პარლამენტთან მორიგი სირცხვილის კორიდორი მოეწყობა

A+ A-

19:43 17/02/2020

ხვალ პარლამენტთან მორიგი სირცხვილის კორიდორი მოეწყობა. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მორიგ სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ.

„დაგეგმილი გვაქვს პარლამენტის პიკეტირება და სირცხვილის დერეფნის მოწყობა მორიგჯერ და ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხალხს არ დაუბრუნებს პროპორციული, სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას“, - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

პარლამენტის პიკეტირება 10:00 საათზე დაიწყება.