"თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ" – დეპუტატი შოთაძეს
"თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ" – დეპუტატი შოთაძეს

A+ A-

17:51 17/02/2020

“პროფესიამ გაჟღენთვა იცის და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ”, – დეპუტატი სიმონ ნოზაძე ირაკლი შოთაძეს პარლამენტში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ მას ორი შეკითხვითაც მიმართა ერთი რ2-ის საქმეს ეხებოდა, ხოლო მეორე – გასული წლის ბოლოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც პლენარულ სხდომაზე მძაფრი სუნის შემცველი სითხე დაასხეს.