რა კარგია რომ შოთაძე წავიდა, რა კარგია რომ მოვიდა, ეს ხალხი მე ღირსებაზე მელაპარაკება?! - ელენე ხოშტარია
რა კარგია რომ შოთაძე წავიდა, რა კარგია რომ მოვიდა, ეს ხალხი მე ღირსებაზე მელაპარაკება?! - ელენე ხოშტარია

A+ A-

16:00 17/02/2020

„ქართული ოცნების“ წევრებს ვუყურებდი, მათი ღირსება შელახულია იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ალაპარაკეს, რა კარგია, რომ შოთაძე წავიდაო, ახლა ალაპარაკეს, რა კარგია, რომ მოვიდაო - ეს ყველაფერი ფარსია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, არც შოთაძეა გადამწყვეტი ფიგურა და არც პარლამენტია პოლიტიკური პროცესის ნაწილი.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველ წამს ამ უსამართლო გადაწყვეტილებებისა, ჩვენი პროტესტი იქნება ადგილზე. ჩვენ ვნახავთ ყველანაირ არაძალადობრივ ფორმას პრინციპული პროტესტისთვის. მათ კომფორტი ამ ყველაფრის კეთებაში არ ექნებათ არასდროს.

დემოკრატიულ პროცესს დავუბრუნებთ ქვეყანას და მერე ადამიანები გადაწყვეტენ, ვინ ურჩევნიათ რეალურად. ეს არ არის პოლიტიკური პროცესის სივრცე. ეს არ არის კომიტეტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კანტორა. „ქართული ოცნების“ წევრებს ვუყურებდი, მათი ღირსება შელახულია იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ალაპარაკა რა კარგია, რომ შოთაძე წავიდაო ახლა ალაპარაკებს, რა კარგია, რომ მოვიდაო. ყველაფერი ფარსია, მაგრამ ამ ფარსს ჩვენ არ შევეგუებით და გავტეხავთ სწორი, პრინციპული პროტესტით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.