მივესალმები გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - გიორგი ბოკერია
მივესალმები გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - გიორგი ბოკერია

A+ A-

15:51 17/02/2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

ბოკერიას თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა.

„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, სამარცხვინო ლიდერი და მისი მასხარები ჰქვია. ბატონმა მარგველაშვილმა მანამდეც თქვა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდიინაციაც ხდება, მასში ჩართვით დაინტერესებულია. ეს ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია.

მივესალმები ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანაა, ივანიშვილის ჩამოცილებას ვგულისხმობ, ასევე პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.