"ფეისბუქი" ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ ანგარიშს ბლოკავს
"ფეისბუქი" ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ ანგარიშს ბლოკავს

A+ A-

16:38 16/02/2020

კორპორაცია „ფეისბუქი“ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს სოციალურ ქსელში კონტენტის უსაფრთხოების შესამოწმებლად. ამის შესახებ კორპორაციის დამაარსებელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. 

კორპორაციის მეთაურის მარკ ცუკენბერგის განცხადებით, კომპანიის გუნდი და მის მიერ შემუშავებული ავტომატიზირებული საპროგრამო უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს, რომელთა შორის უმეტესი მათგანის აღმოჩენა ხდება მათი დარეგისტრირებიდან რამდენიმე წუთში.

მისი თქმით, 35 ათასი სპეციალისტი აანალიზებს პოსტების შინაარსს და კონტენტის უსაფრთხოებით არიან დაკავებულია.