NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

A+ A-

12:30 16/02/2020

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ორგანიზაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა.

„კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩთან ასოცირდება და ამ თამაშის სულისკვეთებას გამოხატავს. ის ყოველთვის საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშისკენ ისწრაფვოდა და უმაღლესი დონის კალათბურთით მილიონობით გულშემატკივარს ანიჭებდა სიამოვნებას“, - განაცხადა სილვერმა.

კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩში 18-ჯერ მონაწილეობდა. 2002, 2007, 2009 და 2011 წლებში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1998 წელს, 19 წლის ასაკში კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.