ვიდრე სირიას ტერორისტებისგან არ გავწმენდთ, არ გავჩერდებით - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ვიდრე სირიას ტერორისტებისგან არ გავწმენდთ, არ გავჩერდებით - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

A+ A-

11:30 16/02/2020

ვიდრე სირიას ტერორისტებისგან და ამ რეჟიმის ბოროტებისგან არ გავწმენდთ, არ გავჩერდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ჩრდილო დასავლეთით, იდლიბში სიტუაცია არ მოგვარდება, ვიდრე სირიის ძალები 2018 წელს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ საზღვრებამდე არ დაიხევენ.

„გამოსავალი არის, რომ რეჟიმის ძალებმა საზღვრის მიღმა უნდა დაიხიონ. სხვა შემთხვევაში, ამას თებერვლის ბოლომდე მოვაგვარებთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთს უნდა, რომ ეს მეგობრების მხარდაჭერით გააკეთოს.