რუსეთის ტრანსპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა სასამართლო დარბაზში თავი მოიკლა
რუსეთის ტრანსპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა სასამართლო დარბაზში თავი მოიკლა

A+ A-

15:52 12/02/2020

მოსამართლის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულმა დარბაზში თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი რუსული სააგენტო RBC ავრცელებს.

მსჯავრდებული რუსეთის ტრანსპორტის სამმართველოს ყოფილი უფროსი  ვიქტორ სვიდოროვი იყო. 

სვირიდოვს ბრალად ედებოდა 10 მილიონი რუბლის გამოძალვა. ის გაუსვლელობის ხელწერილით იყო გათავისუფლებული.

როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სვირიდოვს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, სასამართლო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და  თავი მოიკლა.