ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა

A+ A-

10:58 12/02/2020

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა.  ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 12 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში გარდაიცვალა 97 ადამიანი, მათგან 94 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში. წინა დღის ოფიციალური ინფორმაციით, ერთ დღეში 108 ლეტალური შედეგი იყო.

ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსით დაავადებულია სულ 44 653 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში გაიზარდა 2015-ით.

ჩინეთის ხელისუფალთა ინფორმაციით, ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია 8200 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 4700.

ცნობისთვის, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 25 ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის საერთო ჯამში 400-ზე მეტი შემთხვევა. დღემდე ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჰონ კონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ერთი ფილიპინებზე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.