კორონავირუსით 1016 ადამიანი გარდაიცვალა, 2222 კი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით 1016 ადამიანი გარდაიცვალა, 2222 კი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:58 11/02/2020

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი ტიპის კორონავირუსით 1016-მდე ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით 103 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთის მთავრობის ცნობით, 2222 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით სულ 43 ათასზე მეტი  ადამიანია ინფიცირებული.

ცნობისთვის, ქვეყანაში უკვე ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტთა გუნდი. ისინი ვირუსს გამოიკვლევენ და ეცდებიან მასთან ბრძოლის გზები გამონახონ.

შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ქალაქი უხანია, რომელიც სწორედ ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. ახალი ვირუსის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ჩინეთის გარდა კორონავირუსი მსოფლიოს 27 ქვეყანაში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.