ბათუმის პორტის ასაშენებლად 20-მილიონიან ამერიკულ ინვესტიციაზე მოლაპარაკებები დაიწყო
ბათუმის პორტის ასაშენებლად 20-მილიონიან ამერიკულ ინვესტიციაზე მოლაპარაკებები დაიწყო

A+ A-

10:12 11/02/2020

ამერიკის შეერთებულ სტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გავლენიან ამერიკულ კორპორაციას Trammo აღმასრულებელ დირექტორსა და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც ცნობილია ,Trammo სწორედ ის კორპორაციაა, რომელიც საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ააშენებს ახალ ტერმინალს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას, ბათუმის პორტის გავლით, ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

Forbes-ის მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.
პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის წარმომადგენლებს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტებისა და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოსა და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს