გიორგი ჩოგოვაძე – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც გუდაურის შემთხვევის გამო შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას
გიორგი ჩოგოვაძე – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც გუდაურის შემთხვევის გამო შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას

A+ A-

14:01 16/10/2018

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრთხე, რომელიც გ​უდაურში მომხდარის გამო, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს შეექმნას, მინიმუმამდე დავიყვანოთ – ასე უპასუხა გიორგი ჩოგავაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა გუდაურში მომხდარი უარყოფითად ტურისტულ სეზონზე.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გუდაურში ჩავიდა და სამედიცინო დახმარების ცენტრში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

რაც შეეხება დანარჩენი საბაგიროების მუშაობას, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია.

“ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაგირო გამართულია და გამართული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, უკვე ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.