9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:06 08/02/2020

ვერ­ძი

შეხ­ვედ­რე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის დღეა. სი­ტყვე­ბი­დან საქ­მე­ზე მარ­ტი­ვად გა­დახ­ვალთ. შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­გან ახა­ლი გუნ­დი შექ­მნათ ან ძველ კო­ლექ­ტივ­ში დაბ­რუნ­დეთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლენთ თქვენს ლი­დე­რულ თვი­სე­ბებს.

კურო

საქ­მი­ა­ნი მი­მოს­ვლე­ბის დღეა. იყა­ვით მე­ტად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ. ყური და­უგ­დეთ უფ­რო­სე­ბის მი­თი­თე­ბებს. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა რჩე­ვა შვი­ლე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღოთ. კარ­გი დღეა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად.

ტყუ­პი

თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. კარ­გი დღეა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი­სა და სპორ­ტის­თვის.

კირჩხი­ბი

მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ნა­თე­სა­ვე­ბი, გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თი ინ­ტერ­ნე­ტით რა­მის კე­თე­ბას ის­წავ­ლის. გა­მო­ნა­ხეთ დრო და გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

ლომი

მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. დღეს სა­დაც არ უნდა იყოთ, ყველ­გან გა­ი­ჩენთ მე­გობ­რებს. და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა ლო­მებ­მა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლეთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რე გახ­დე­ბა.

ქალ­წუ­ლი

დიდი ხნის უნა­ხავ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რის დღეა. დრო­საც მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რებთ და შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბიც გა­ნი­ხი­ლოთ. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. გა­და­ხე­დეთ გეგ­მებს.

სას­წო­რი

ინ­ტე­ლექ­ტის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. იყა­ვით მე­ტად თა­მა­მი და ნუ მო­გე­რი­დე­ბათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ელით სას­წორ მა­მა­კა­ცებს.

მო­რი­ე­ლი

გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ მე­გობ­რუ­ლი და ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის უნა­ხავ კლა­სე­ლებს შეხ­ვდეთ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი თქვე­ნი ჰო­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი­სად­მი.

მშვილ­დო­სა­ნი

გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის დღეა. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით გუნ­დუ­რი მოქ­მე­დე­ბის დროს. მარ­თა­ლია, კონ­კუ­რენ­ტო­ბაც მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლო­ბა გა­ი­მარ­ჯვებს ყველ­გან. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

თხის რქა

მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი. წარ­მა­ტე­ბა ელით იუ­რისტ, მე­დი­კოს და პროგ­რა­მისტ ნიშ­ნებს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ რჩე­ვის­თვის ყვე­ლა თქვენ მოგ­მარ­თავთ. კარ­გი დღეა წვრილ­მა­ნე­ბის, ოჯახ­ში გა­მო­სა­დე­გი ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად.

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ თქვენს მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დღეს მიხ­ვდე­ბით, რა­ო­დენ სა­ჭი­რო და მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი ხართ. თუმ­ცა, სუ­პერ­მიზ­ნებს ნუ და­ი­სა­ხავთ. მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დატ­ვირ­თვას.

თევ­ზე­ბი

წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­გი­წევთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი წარ­სუ­ლი­დან. აღად­გი­ნოთ ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი, საქ­მე­ე­ბი. კარ­გი დღეა მცი­რე რე­მონ­ტის­თვის. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერ­ნეტ­მი­მო­წე­რა. ინ­ტრა­ვერ­ტი ნიშ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­გზავ­რი წიგ­ნი ან დღი­უ­რი გახ­დე­ბა.