2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:58 01/02/2020

ვერძი

ეჭვების დაძლევისა და საკუთარი თავის შეცნობის დღეა. შესაძლოა, შემოქმედებითმა აღმაფრენამ, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, მთლიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ნუ ელით დახმარებას ნათესავებისა და ახლობლების მხრიდან და ყველაფერი თავად გააკეთეთ. ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება გმართებთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისა და სავაჭრო გარიგებებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ინიციატივას და თქვენთვის დამახასიათებელი პრინციპულობა გამოიჩინეთ. შესაძლოა, ამ დღეს შეძლოთ ის, რაზეც ადრე ვერც იოცნებებდით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია.

ტყუპები

ეცადეთ ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. წვრილმანების გამო ახლობელ ადამიანებს ნუ წაეჩხუბებით - ამან შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები მოგიტანოთ. თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიშის მოხდა ნუ შეგრცხვებათ. გახსოვდეთ, ოჯახში სიმშვიდეს მხოლოდ თქვენი მოთმინებით და დიდსულოვნებით შეინარჩუნებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს, სავარაუდოდ, მაცდურ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. წარმატება ისე ადვილად მისაღწევი არ იქნება, როგორც ახლა გეჩვენებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა საგანგაშო არაფერია. მალე თავს უკეთ იგრძნობთ.

ლომი

თქვენი ამპარტავნება შესაძლოა, შეცდომების მიზეზი გახდეს. თვალი ადევნეთ სიტუაციის მიმდინარეობას და ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ. შესაძლოა, ამ დღეს ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერც იოცნებებდით.

ქალწული

ცვლილებების დღეა, რაც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება, გარდამტეხი გახდეს. წინდახედულება გამოიჩინეთ ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობის დროს. ნუ ენდობით სხვის აზრს - ის მცდარია. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია. მეტი სულგრძელობა გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ.

სასწორი

დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და იდეალების დაცვას განასახიერებს. მოსალოდნელია ტრამვები ან გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. ძველ პარტნიორთან სკანდალი და ურთიერთობის სრული გაწყვეტა გელით. ეცადეთ, ეს დღე უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ერიდეთ საქმიან კონტაქტებს, მარტოობას და ხანგრძლივ სეირნობას.

მორიელი

ამ დღეს განვითარებული მოვლენები და უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობა სიმშვიდის და სულიერი კომფორტის განცდას მოგიტანთ. დაივიწყეთ ეჭვები და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო გამოავლინეთ. საპასუხოდ უფრო დიდ გრძნობას მიიღებთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საკუთარი გეგმებისა და პრობლემების შესახებ არავის უამბოთ. რაც შეიძლება ნაკლები ეკონტაქტეთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. ქალებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ ახალი ნაცნობობისგან - ეს მხოლოდ წყენას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. მამაკაცებმა შესაძლოა, საქმიანი წინადადება ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება მიიღონ, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შედეგის მიღწევა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ახლა ფიქრობთ.

თხის რქა

მზად იყავით ცვლილებებისთვის. ფხიზლად იყავით, ნუ უსმენთ სხვის რჩევებს, რადგან ფარული მტერი ისევ ცდილობს დაგაზიანოთ. თქვენი მოთმინება ფარულ ხაფანგებს აგარიდებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი კოლექტიური მოქმედებების დროს.

მერწყული

დასვენების და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. არახელსაყრელი დღეა ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის. თავი შეიკავეთ რემონტისგან, სახლის კეთილმოწყობისა და მცენარეების დარგვისგან. ერიდეთ ცხიმიან საკვებს და სპირტიან სასმელებს. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ და ცოტა ხნოთ უფალთან განმარტოვდებით. ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

თეზვები

შესაძლოა, ამ დღეს მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ გირჩევთ ასჯერ გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით. წარმატება ისე ადვილად მისაღწევი არ იქნება, როგორც ახლა გეჩვენებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დროებითი პრობლემები.