ქართულ-შვეიცარიული კომპანია უკრაინის ტენდერში გამარჯვებულია
ქართულ-შვეიცარიული კომპანია უკრაინის ტენდერში გამარჯვებულია

A+ A-

17:13 31/01/2020

უკრაინის ხერსონის საზღვაო-სავაჭრო პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას გადაეცა. კომპანია LLC  RISOIL –KHERSON   პორტის  განვითარებაში 15  მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს და   ხერსონის  ინფრასტრუქტურის  მოწყობა-განვითარებაზე  ვალდებულებასაც იღებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს კიევში, საჯარო პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

უკრაინის  მთავრობამ  საჯარო   პრეზენტაცია გამართა და  საზოგადოებას და მედიას ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი  კომპანია LLC RISOIL-KHERSON  წარუდგინა, რომლის  მესაკუთრე შპს „საქართველოს  ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია Petrol Oil  and  Chemicals”  და შვეიცარიული  კომპანია  Rissoil S.A. არიან.  

პრეზენტაციას   უკრაინის ინფრასტუქტურის  მინისტრი,  ეკონომიკის მინისტრი და ყატარის ინფრასტრუქტურის მინისტრები ესწრებიდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს „ინდუსტრიული ჯგუფის„ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა.

 უკრაინის ხელისულფების წარმომადგენლებმა  უკრაინაში ახალ  ეკონომიკურ რეფორმებზე,  საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ  საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრეს.  აღნიშნეს, რომ  საკონკურსო პროცესი  უპრეცედენტოდ   სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი  გამარჯვებული ინვესტორის  რეპუტაცია,  მათი მხრიდან წარდგენილი  საუკეთესო  საინვესტიციო  წინადადებები   და  ბიზნესგამოცდილება გახდა.

ხერსონის საზღვაო-სავაჭრო პორტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად  უკრაინის  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს საკონკურსო კომისიამ   2020 წლის 21 იანვარს   LLC  RISOIL –KHERSON   გამოაცხადა. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას   პორტის  მართვის უფლება  30 წლით გადაეცა.

LLC RISOIL-KHERSON-მა დღეს სასტუმრო რედისონში   შეკრებილ საზოგადოებას,  მთავრობასა და მედიას ხერსონის სავაჭრო პორტის  განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია  წარუდგინა  საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით  და პორტის გადაიარაღების სქემით. ინვესტორი კომპანია პორტის  განვითარებაში 15  მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის  ინფრასტრუქტურის  მოწყობა- განვითარებაზე  ვალდებულებასაც იღებს.

უკრაინაში დაწყებულმა  ახალმა ეკონომიკურმა  პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული  შესაძლებლობები  გააჩინა  ინვესტორებისათვის.  მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული  სახელმწიფო  ობიექტების   მართვის  უფლებით  გადაცემას ეხებოდა. უკრაინამ პირველად გამოაცხადა  ტენდერი საზღვაო-სავაჭრო  ნავსადგურებზე  30 წლით  მართვის  უფლების  მოპოვებაზე.