კორონავირუსით ჩინეთში მცხოვრები ქართველები არ დაინფიცირებულან - ლანჯოუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი
კორონავირუსით ჩინეთში მცხოვრები ქართველები არ დაინფიცირებულან - ლანჯოუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

A+ A-

13:50 28/01/2020

მსოფლიოში ახალი ვირუსის, კორონავირუსის გამოჩენამ სრული ვნებათაღელვა გამოიწვია.  თუმცა, “2020NEWS”-ის რესპონდენტი,  24 წლის თამარ ქსოვრელი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ლანჯოუში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ჩინეთში უფრო ნაკლები პანიკაა, ვიდრე - საქართველოში.  მისივე ინფორმაციით, ჩინეთში მყოფი არც ერთი ქართველის შესახებ  გავრცელებულა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადდა.

- თამარ, რა სიტუაცია იმ ქალაქში, სადაც შენ ხარ, კორონავირუსის გავრცელების გამო, პანიკა შეინიშნება?

- რეალურად ჩინეთში მდგომარეობა არც ისე საშინლად არის, როგორც ამას ქართული თუ უცხოური მედიასაშუალებები გადმოსცემენ.

მედია  ძალიან აბუქებს ყველაფერს, მაგალითად ერთ-ერთ ქართულ მედიასაშუალებთან შემხვდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ათი ათასობით ადამიანია დაინფიცირებული და ათასობით  გარდაცვლილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საერთო ჯამში  ათას ადამიანამდე იქნება დაინფიცირებული.

რა თქმა უნდა, ეს ვირუსი პროგრესირებს, ვითარდება, თუმცა სიტუაცია ჩინეთში ბევრად უფრო წყნარად შეხვდნენ,  ვიდრე  ქართული  მედია გადმოსცემს და არა მხოლოდ - ქართული.

მე სასწავლებლად  ვიმყოფები ქალაქ ლანჯოუში, რომელიც არც ისე შორსაა ბუხანიდან, რომელიც კორონა ვირუსის ეპიცენტრია. ვირუსით დაინფიცირებულები უფრო დიდ ქალაქებშია, სადაც უფრო დიდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია, მაგალითად ბუხანი, პეკინი, შანხაი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადებული, რომ უთხრეს ჩინელებს, პირბადე გაიკეთეთო, პირველივე მოთხოვნაზე გაიკეთეს. პრევენციული ზომები  მიიღეს, იმისათვის, რომ ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს. ქუჩაში ვერ ნახავ ერთ ადამიანსაც კი, რომელსაც პირბადე არ უკეთია.

ჩინეთში, საქართველოსგან განსხვავებით, მსგავს სიტუაციებს სრული სერიოზულობით ეკიდებიან.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის ვაქცინაციაზე მიმდინარეობს მუშაობა. ვირუსი მუტაციას განიცდის, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული თავდაცვის საშუალება არ არსებობს.

ჯერჯერობით, შემოწმებებია. თუკი ვინმეს ერთი სიმპტომი მაინც აღმოაჩნდა, საავადმყოფოში გადაჰყავთ და იზოლირებული ჰყავთ.

10 დღის განმავლობაში საავადმყოფოს აშენებას გეგმავენ, სადაც ყველა დაინფიცირებულს მოათავსებენ და იქ მოხდება მათი მკურნალობა.

- ჩინეთში მყოფ ქართველებთან თუ გაქვს ურთიერთობა და ხომ არავინ დაინფიცირებულა, თუ გაქვს ინფორმაცია?

- ჩინეთში მყოფ ქართველებთან მაქვს კონტაქტი და რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, კორონა ვირუსით დაინფიცირებული არავინაა.

- რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს ჩინეთის ხელისუფლება, რომ ვირუსი უფრო არ გავრცელდეს?

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ლანჯოუში არც თუ ისე სახიფათოა, მაინც მიიღეს სათანადო ზომები და გაგვაფრთხილეს, რომ  სახლიდან გასვლას მაქსიმალურად მოვერიდოთ, თუმცა თუ მაინც მოგვიწევს საცხოვრებლის დატოვება, პირბადეები გამოვიყენოთ.

ყველა დიდ სუპერმარკეტებში დეზინფექცია ტარდება და ქლორის სუნი დგას, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

- სწავლის პროცესი შეწყდა?

- იმ უნივერსიტეტში, სადაც მე ვსწავლობ, სწავლის პროცესი შეწყვიტეს. არ ვიცი, რა მდგომარეობაა სხვა უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში.

ამასთანავე უნივერსიტეტში სამედიცინო შემოწმება ჩაგვიტარდა. აუცილებლი პირობა იყო, რომ ყველა სტუდენტს გაევლო სამედიცინო შემოწმება.  სტუდენტებს ტემპერატურა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიმპტომები შეუმოწმეს.

უნივერსიტეტში პირბადეებს უფასოდ გვირიგებენ და თუ ვინმეს რამე ერთი სიმპტომი მაინც აღმოაჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს უნივერსიტეტს.  სასწავლებელს აღრიცხვაზე ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ ქვეყნიდან, ან გასვლას აპირებენ.

- ლანჯოუს საზღვრებიც ხომ არ ჩაკეტეს?

- ლანჯოუს საზღვრები არ არის ჩაკეტილი. ჯერჯერობით, სახლში ვზივართ და ველოდებით მოვლენების განვითარებას,. თუმცა როგორც ვიცი, ჩინეთის სხვა ქალაქში საზღვარი ჩაკეტეს და  ქალაქებში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია.

ანა ქორჩილავა