ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ ეროვნულ ბიბლიოთეკას ასობით უნიკალური წიგნი გადასცა
ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ ეროვნულ ბიბლიოთეკას ასობით უნიკალური წიგნი გადასცა

A+ A-

18:05 27/01/2020

ფრანგმა ქართველოლოგმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ასობით უნიკალური წიგნი გადასცა. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საფრანგეთიდან იუწყება.

„დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმისთვის და წიგნის მუზეუმისთვის ბერნარ უტიემ, ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა, ასობით უნიკალური გამოცემა გადმოგვცა. ეს ორი დღე ბურგუნდიაში ძალიან ნაყოფიერი და დიდი თანამშრომლობის დასაწყისი გამოდგა. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ისტორიკოს ლაშა ოთხმეზურს და ყოფილ ელჩს საქართველოში ეკა სირაძე-დელონეს ამ მოლაპარაკებაში ფასდაუდებელი დამხარებისთვის და დიდი მადლობა „თიბისი ბანკს“ ემიგრაციის მუზეუმის მხარდაჭერისათვის“, - წერს გიორგი კეკელიძე.