3 მილიონი დოლარი ტრამპის მკვლელობისთვის - ყასემ სულეიმანის სამშობლო მორიგ ჯილდოს აწესებს
3 მილიონი დოლარი ტრამპის მკვლელობისთვის - ყასემ სულეიმანის სამშობლო მორიგ ჯილდოს აწესებს

A+ A-

17:31 21/01/2020
ირანის პარლამენტის დეპუტატმა აჰმად ჰამზემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ირანული სააგენტო ISNA იტყობინება.
 
„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ.
 
მან არ დააზუსტა მონაწილეობენ თუ არა ამ ინიციატივაში ირანის სასულიერო პირები.
 
კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა, ირანმა კი გენერლის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო. 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.
 
ცნობისთვის, ეს ირანების მხრიდან ტრამპის მკვლელობისთვის დაწესებული პირველი ჯილდო არ არის. რამდენიმე კვირის წინ ბრიტანული გამოცემა The Mirror გაავრცელა ინფორმაცია ,რომ 80 მლნ დოლარს სთავაზობდნენ მას ვინც ტრამპს მოკლავს.