კორონავირუსის შემთხვევა ტაივანშიც დაფიქსირდა
კორონავირუსის შემთხვევა ტაივანშიც დაფიქსირდა

A+ A-

16:01 21/01/2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ტაივანში დაფიქსირდა.

დაავადებული 50 წლის ქალია, რომელიც ტაივანში ჩინეთის ქალაქ უხანადან დაბრუნდა.

დაავადებულის იდენტიფიკაცია ტაივანის აეროპორტში მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, როგორც ჩინეთი, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ახალი ვირუსი კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.