ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა
ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

A+ A-

15:43 21/01/2020

ტოჩინოშინმა ტურნირის მეათე დღეს სეკივაკე ასანოიამა შიტატანაგეს ილეთით დაამარცხა. მან მეტოქე 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ტოჩინშინის ანგარიშზე ათი ორთაბრძოლიდან ხუთი მოგება და ხუთი წაგება ფიქსირდება. ხვალ ქართველი სუმოისტის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იქნება.