ბიძინა ივანიშვილი თეა წულუკიანს დააჯილდოებს - გია ხუხაშვილი
ბიძინა ივანიშვილი თეა წულუკიანს დააჯილდოებს - გია ხუხაშვილი

A+ A-

14:53 21/01/2020

“ქართული ოცნების“ წევრები მიეჩვივნენ იმას, რომ სისტემაში არსებული პრობლემები არ აღიარონ. ვინც ამ ნარატივს არ ეთახმება, მათზე მმართველი პარტიის მხრიდან მუქარაშემცველი შეტევა ხორციელდება“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებით არის დაკავებული, ამიტომ მას “ქართული ოცნების“ ლიდერი არ გაწირავს.

“სანამ თეა წულუკიანი ისეთ მლიქვნელურ წინადადებებს იტყვის, როგორიცაა: “ნინო ლომჯარია ბიძინა ივანიშვილის სახალხო დამცველი არ არის“, მანამდე წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაჯილდოვდება  და მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს. სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა,“ნინო ლომჯარია ბიძინა ივანიშვილის სახალხო დამცველი არ არის“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე