თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? სად არის, მაგალითი, რომ თქვენ დაიცავით პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ...
თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? სად არის, მაგალითი, რომ თქვენ დაიცავით პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ...

A+ A-

12:48 21/01/2020

"ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი ", - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე და მე მინდა, ჩემი სიტყვის დასასრულს, გაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლების გაჭირვება, ქალების და კაცების, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც, გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, ცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. თუ ეს არ არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც ხარ დედაჩემის ასაკის ექთანი და პატიმარი გაფურთხებს და წიხლებს გირტყამს, ეს არ არის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“, – განაცხადა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა იმართება, სადაც მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.