მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კორონავირუსის გავრცელელბასთან დაკავშირებით, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კორონავირუსის გავრცელელბასთან დაკავშირებით, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს

A+ A-

11:55 21/01/2020

ახალი კორონავირუსის გავრცელელბასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“.

მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 218-ს შეადგენს. აღნიშნული ვირუსის გავრცლელების ფაქტები გამოვლინდა ჩინეთის უდიდეს ქალაქებში, შანხაიშ, პეკინსა და გუანდუნის პროვინციაში. დღეს, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა, მეოთხე კორონავირუსით დაავადებული ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.