ჭკვიანად იქცევა, თუ კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნას არ ადასტურებს  - პაპუაშვილი ბექა ოდიშარიაზე
ჭკვიანად იქცევა, თუ კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნას არ ადასტურებს  - პაპუაშვილი ბექა ოდიშარიაზე

A+ A-

10:55 21/01/2020

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “2020NEWS”-თან თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.

როგორც დეპუტატი საგენტოსთან აცხადებს, ბექა ოდიშარია “ჭკვიანად იქცევა“, როცა მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს.

“ბექა ოდიშარიამ თანხმობა განაცხადა?! თუ არა, ამ შემთხვევაში, ჭკვიანად იქცევა. ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. მე მგონი, ამაზე სერიოზული საუბარი არ მიმდინარეობს. თუ ბექა ოდიშარიას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, ჭკვიანურად მოქცეულა“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, “პირველი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განიხილება.

აღნიშნულ ინფორმაციას ბექა ოდიშარია  “2020NEWS”-თან არ ადასტურებს. როგორც “ოცნების“ დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მას ახლა მთავრობის წევრზე არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია.  

“პარლამენტის  დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობ. რანგით არანაკლები პოზიცია მიკავია, ვიდრე მთავრობის წევრია“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე