ესპანეთში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

11:11 21/01/2020

ესპანეთში უამინდობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვალენსიაში ორი ადამიანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ავილაში ერთ ადამიანს სახურავის ნამტვრევები დაეცა, ხოლო მეოთხე მსხვერპლს კი თოვლზე მოცურებული მანქანა დაეჯახა.

აღმოსავლეთ ესპანეთში, ქარის სიმძლავრემ 115 კმ/სთ-ს მიაღწია. დახურულია სკოლები, საჯარო დაწესებულებები. ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა ალიკანტეს აეროპორტმაც, სადაც დაახლოებით 200 რეისი გადაიდო.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის 30 პროვინციასა და საფრანგეთის სამხეთ ნაწილში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.