საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან 13:14 დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან 13:14 დამარცხდა

A+ A-

21:44 20/01/2020

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. 

ქართული წყალბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მატჩში საქართველოს ნაკრები დამარცხდა. .

დაძაბული მატჩი რუსების მცირე უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე მონაკვეთში ქართველ წყალბურთელებს თამაშის შემოტრიალება შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 13:14 – დასრულდა.

ცნობისთვის, დღემდე ჯგუფში ჩატარებული 3 შეხვედრიდან ქართველმა წყალბურთელებმა 1 მოიგეს და 2-ში დამარცხდნენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა, მეორე თამაშში საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა და ბოლო დაპირისპირებაში იტალიასთან კი 6:18 დამარცხდა.