მამაშენი ბიზნესში არ იყო, როგორ ააშენა სამსართულიანი სახლი ? - ზარქუა ნათელაშვილის შვილს
მამაშენი ბიზნესში არ იყო, როგორ ააშენა სამსართულიანი სახლი ? - ზარქუა ნათელაშვილის შვილს

A+ A-

16:13 20/01/2020

სასტუმრო „რედისონთან“, სადაც „გაბედეს" აქტივისტები აქციას მართადნენ, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და „გაბედეს" წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.
“მოძრაობა” გაბედეს წევრი, ბექა ნათელაშვილი, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუას დახვდა და მედიის თანდასწრებით დაუსვა კითხვა:

-ჰყვავის საქართველოში დემოკრატია?

-რა გვარი ხარ შენ?

-ნათელაშვილი.

-ვისი შვილი ხარ შენ?

-ჰყვავის საქართველოში დემოკრატია?

-შენ ჯერ გაბედე და მამაშენს ჰკითხე, ბიზნესში არ ყოფილა არასოდეს და როგორ ააშენა სამსართულიანი სახლი? გაბედე ჯერ, მამაშენს ჰკითხე…”

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაცია პოლიციის ჩარევით განიმუხტა.