“რა ძალაუფლებაც ჰქონდა  სააკაშვილს პრეზიდენტობის დროს, იმის მეოთხედიც არ უნდა ჰქონდეს, როდესაც დაბრუნდება, საშიშია“
“რა ძალაუფლებაც ჰქონდა  სააკაშვილს პრეზიდენტობის დროს, იმის მეოთხედიც არ უნდა ჰქონდეს, როდესაც დაბრუნდება, საშიშია“

A+ A-

15:34 20/01/2020

“გაბუნია 100%-ით მართალია, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად - ასე ეხმაურება პარტია “გირჩის” ლიდერი გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

 ჯაფარიძის განცხადებით, რა ძალაუფლებაც ჰქონდა სააკაშვილს პრეზიდენტობის დროს, იმის მეოთხედიც კი არ უნდა ჰქონდეს როდესაც დაბრუნდება, რადგან საშიშია.

 “გაბუნია 100%-ით მართალია როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად (ისევე როგორც 100%-ით მართალი იყო, როდესაც ოპოზიციას მოგვასხა ასე 1 თვის წინ). ესაა ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ცალსახა დაკვეთაც და პრინციპში, ფაქტობრივი მოცემულობაც („ოცნების“ მიერ დაშინებული ნაწილი ჯერ ამას ვერ ხედავს, მაგრამ დაინახავს) რას ნიშნავს „ერთპიროვნული მმართველი“ - ამის ათასნაირი ინტერპრეტირება შეიძლება. ივანიშვილიც იგივეს ამბობს – რომ ის არ არის ერთპიროვნული მმართველი, თუმცა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, რა ძალაუფლებაც ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის დროს, იმის მეოთხედიც კი არ უნდა ჰქონდეს, როდესაც დაბრუნდება, საშიშია. ეს აჩვენა მისმა (კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა) პასუხმა გაბუნიას მონოლოგზე და შემდეგ მისმა ბლოკებმა კრიტიკულ კომენტარებზე. თუმცა, არანაკლებ საშიში არიან სხვები. არანაკლებ უყვართ ძალაუფლება და არავინ იცის, ვინ რად იქცევა ძალაუფლებით ხელში. ამიტომ მთავარი პრობლემა სააკაშვილის ბუნებაში არ არის, (რომელიც არ შეიცვლება) პრობლემა საბჭოთა მართლმსაჯულებისა და ძალოვან სისტემებშია. ეს სისტემაა დასაშლელი და გასაადამიანურებელი, რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს მასზე მოჯდომა, ან პირიქით – რომ ამ საბჭოთა ურჩხულმა ვეღარავისგან შეძლოს მონსტრის შექმნა, რომ აღარ გვეშინოდეს. ესაა დღეს ოპოზიციის მთავარი გამოწვევა და მთავარი საზრუნავი, მათ შორის მოქალაქეებისთვის. ამის დამაჯერებელი გარანტიის მიცემაზე გადის „ოცნების“ დამარცხება/არ დამარცხების ხაზი. ამის გარეშე, საუბარი ქვეყნის განვითარებაზე და წინსვლაზე – უბრალოდ სისულელეა, რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებას (ალბათ თვალში მოგხვდათ ზემოთ) – კი, უნდა დაბრუნდეს ჩვენი, როგორც საზოგადოების, განვითარების შემდეგი ტესტი იქნება – შევძლებთ თუ არა, რომ ამ ქვეყანაში ერთად იცხოვრონ სააკაშვილმა და ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დაემშვიდობება ხელისუფლებას”, - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 იანვარს, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “პოსტ ფაქტუმში“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად, რადგან მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს.