ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი და სასურველი მამაკაცები
ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი და სასურველი მამაკაცები

A+ A-

14:40 20/01/2020

კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. მიმდინარე ეტაპზე ისეთი გიგანტები, როგორიც არის „დისნეი“, ყოველწლიურად მილიარდებს შოულობენ.

წარმატებულ ფილმებში, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული მსახიობები იღებენ მონაწილეობას და წარმოუდგენლად დიდ გასამრჯელოს იღებენ.

წარმოგიდგენთ, ყველაზე მდიდარ და სასურველ  მსახიობ მამაკაცებს, რომლებმაც შემოსავალი არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ პროდუსერობითა და რეჟისორობითაც მიიღეს.

პირველ ხუთეულს 300 მილიონი დოლარით ინაწილებენ :

ბრედ პიტი

ის პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება. 

Richest Actors - Brad Pitt

რობერტ დენირეო

ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლია II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

Richest Actors - Robert De Niro

მაიკლ დუგლასი

ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში შესრულებული როლისთვის „უოლ-სტრიტი“. იგი ცნობილი მსახიობის კირკ დუგლასის შვილია. 

Richest Actors - Michael Douglas

რობერტ დაუნ უმცროსი

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.ჟურნალ „Forbes“-ზე დაყრდნობით, 2013 და 2015 წლებში დაუნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. იგი აგრეთვე მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია, რომლის ფილმების შემოსავალი 14 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მისი დებიუტი კინოში შედგა 1970 წელს, 5 წლის ასაკში, მამის, რობერტ დაუნი უფროსის მიერ გადაღებულ ფილმში „ფუნტი“. 1980-იან წლებში იგი თამაშობდა ფილმებში მოზარდების შესახებ. პირველი დიდი აღიარება მოიპოვა ფილმით „ნულზე ნაკლები“. 1992 წელს, ფილმში „ჩაპლინი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მას მოუტანა BAFTA და აგრეთვე ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.

1990-იან წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალების შემდეგ იგი დაუბრუნდა ეკრანებს ლარი პოლის როლით ტელესერიალში ელი მაკბილი, რამაც მოუტანა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი. ამას მოჰყვა რამდენიმე წარმატებული როლი ფილმებში: „გოთიკა (2003), „გაფრენილი კოცნა“ (2005) და „ზოდიაქო“ (2007). 2008 წელს ფილმ „ტროპიკულ ქარიშხალში“ შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის მეორე ნომინაცია.

 2006 წელს მიიღო ტონი სტარკის როლი ფილმში „რკინის კაცი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ მედიაფრენჩაიზს Marvel-ის კინოსამყაროს. დაუნიმ როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008), „რკინის კაცი 2“ (2010), „შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013), „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). იგი აგრეთვე ცნობილია შერლოკ ჰოლმზის როლით გაი რიჩის ფილმებში შერლოკ ჰოლმზი (2009) და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ (2011). პირველ ნაწილში განხორციელებული როლისთვის გადაეცა მეორე ოქროს გლობუსი.

Richest Actors - Robert Downey Jr

მათ მოსდევს 350 მილიონი დოლარით :

ტომ ჰენკსი

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. მან თავისი კარიერა საოჯახო კომედიებში დაიწყო და მალე მიაღწია დიდ წარმარებას. 1993, 1994 წლებში მან ორჯერ მოახერხა ოსკარის აღება — მთავარი როლებისთვის ფილმებში „ფილადელფია“ (1993) და „ფორესტ გამპი“ (1994).

Richest Actors - Tom Hanks

შონ კონერი

ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს მფლობელი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი. 1987 წელს მან მიიღო ოსკარი კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“, ფილმისთვის „ხელშეუხებლები“

Richest Actors - Sean Connery

360 დოლარით ყველაზე კეთილ და თავმდაბალ მამაკაცად აღიარებული კიანუ რივზი

კანადელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სამსახიობო კარიერით, რომელიც 1985 წელს დაიწყო და სამ ათწლეულზე მეტი მოიცვა. მის უფრო ცნობილ როლებს შორის არის პერსონაჟები ბლოკბასტერული ფილმებიდან.

აღსანიშნავია ფრენჩაიზი „ბილი და ტედი“ (1989–1991); მოქმედებითი თრილერები „ტალღების ქიმზე“ (1991), „სიჩქარე“ (1994) და ფილმების სერია „ჯონ უიკი“; ფსიქოლოგიური თრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ (1997); ზებუნებრივი ჟანრის „კონსტანტინი“ (2005) და სამეცნიერო ფანტასტიკის/მოქმედებითი ჟანრების „მატრიცა“ (1999–2003). აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „სახიფათო კავშირები“ (1988), „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ (1991) და „პატარა ბუდა“ (1993), ისევე, როგორც რომანტიკულ საშინებათა ფილმში „ბრემ სტოკერის დრაკულა“ (1992).

კინოინდუსტრიაში აქტიური წლებით დაწყებული, რივზმა მოიპოვა კრიტიკოსების აღიარება. თანამშრომლობდა სტივენ ფრირზთან, გას ვან სენტთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან. განსახიერებული როლებისთვის მან მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

კინოკარიერის წლების განმავლობაში იგი სხვა შემოქმედებასაც ეწეოდა. უკრავდა ჯგუფებში Dogstar და Becky. შესრულებული აქვს ჰამლეტის როლი მანიტობას თეატრალური ცენტრის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების პიესაში. აქვს დაწერილი ტექსტი ალექსანდრა გრანტის მიერ ილუსტრირებული წიგნისთვის „ოდა ბედნიერებას“. აგრეთვე არის დოკუმენტურ ფილმის „გვერდიგვერდ“ პროდიუსერი და აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ შექმნილი „ტაი-ჩის ოსტატის“ რეჟისორი.

Richest Actors - Keanu Reeves

მდიდარი მსახიობების სიაშია, 370 მილიონი დოლარით ჯეკი ჩანიც

ჩანი ცნობილია თავისი აკრობატული ჩხუბის სტილით და კომედიური ნიჭით. გადაღებულია 100 ფილმის მთავარ როლში, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზიელი მსახიობია. კინომოღვაწეობის პარალელურად ჯეკი დაკავებულია სიმღერით და უშვებს მუსიკალურ ალბომებს 1980-იანი წლიდან.

Richest Actors - Jackie Chan

375 დოლარით კლინტ ისტვუდი

Richest Actors - Clint Eastwood

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. კარიერა დაიწყო როგორც ვესტერნების ჟანრის მსახიობმა, სახელი გაითქვა სერჯიო ლეონეს ფილმებში მონაწილეობით. როგორც რეჟისორს, მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ოსკარი. 1967 წლიდან ფლობს საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას Malpaso. 1986-88 წლებში მოღვაწეობდა როგორც პოლიტიკოსი და იყო კალიფორნიის ერთ-ერთი ქალაქის მერი.

სიის შემდეგი წევრები 400 მილიონი დოლარით არიან

არნოლდ შვარცნეიგერი

Richest Actors - Arnold Schwarzenegger

ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი კულტურისტი, მსახიობი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი 2003-2011 წლებში.

სახელი გაითქვა ფილმებით: „ბარბაროსი კონანი“, „ტერმინატორი“, „მტაცებელი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“.

სილვესტერ სტალონე

Richest Actors - Sylvester Stallone

ცნობილი როგორც სილვესტერ სტალონე ან სლაი — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, რეჟისორი. სტალონე ცნობილია თავისი მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური როლებით. მისი როლებიდან გამორჩეულია და მსახიობის რეპუტაციაზე გავლენის მქონეა მოკრივე როკი ბალბოა და ჯარისკაცი რემბოს პერსონაჟები.

ჯეკ ნიკოლსონი

Richest Actors - Jack Nicholson

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი, ე.წ. „მეთოდური შესრულების“ სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო ნომინირებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (17 ნომინაციიდან 3 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია 2001 წელს.

1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის. ჯეკ ნიკოლსონმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ კინოფილმებში: „ხუთი იოლი პიესა“, „ჩინური კვარტალი“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „წითლები“, „სინაზის ენა“, „ბეტმენი“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ჰოფა“, „მგელი“, „უკეთესი არ არსებობს“, „შმიდტის შესახებ“, „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“ და „მიცვალებულები“.

420 მილიონი დოლარის მფლობელია ადამ სენდლერი

Richest Actors - Adam Sandler

ამერიკელი მსახიობი. ცნობილია კომედიური როლების შესრულებით.

425 მილიონი დოლარის კი მელ გიფსონი

Richest Actors - Mel Gibson

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მელ გიბსონი შვიდი შვილის მამაა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი კაცი ჯორჯ კლუნი კი 500 მილიონი დოლარის მფლობელია

Richest Actors - George Clooney

ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი; სატელევიზიო დრამის „სასწრაფო“ (1994-99) ყოფილი წამყვანი მსახიობი.

ხოლო სექსუალურობის გურუდ წოდებული ტომ კრუზი 570 მილიონ დოლარს ფლობს

Richest Actors - Tom Cruise

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი იყო ნომინირებული სამჯერ ამერიკულ კინოაკადემია ოსკარზე და მოგებული აქვს ორი ოქროს გლობუსი. ტომ კრუზის როლებიდან აღსანიშნავია „წვიმის კაცი“, სადაც ითამაშა დასტინ ჰოფმანთან ერთად.