კულტურის მინისტრობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს
კულტურის მინისტრობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

A+ A-

12:58 20/01/2020

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

კულტურის მინისტრის კანდიდატად დღეს სამი გვარი დასახელდა.

ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია.

შეგახსენებთ, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა.

სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.