პირდაპირ ივანიშვილის, ანუ რუსეთის პიარსტრატეგიაა - სარიშვილი გაბუნიას მონოლოგზე
პირდაპირ ივანიშვილის, ანუ რუსეთის პიარსტრატეგიაა -  სარიშვილი გაბუნიას მონოლოგზე

A+ A-

01:31 20/01/2020

მიხეილ სააკაშვილის პროტესტს გიორგი გაბუნიას მონოლოგზე ირინა სარიშვილი გამოეხმაურა და მიხეილ სააკაშვილის პოსტის ქვეშ შემდეგი კომენტარი დაწერა:

„ამ მონოლოგში ყველაზე საყურადღებოა სიტყვები “მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ერთპიროვნულ მმართველად”. თავისთავად ის, რომ ერთპიროვნული მმართველობა მიუღებელია, სრულებით გასაგებია. მაგრამ “ვეღარ მოვა” ნიშნავს იმას, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა იყოს მიშას დროს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ყველა შეცდომის თუ დანაშაულის უკან მიშა დგას და არა ვინმე სხვა კონკრეტული თანამდებობის პირი. ეს კი, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ივანიშვილის, ანუ რუსეთის პიარსტრატეგიაა – დაადანაშაულოს ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი და ამ გზით მოახერხოს მისი იზოლირება საქართველოს პოლიტიკისგან. “

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა:

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს“.

მონოლოგს მალევა ყოფილი პრეზიდენტის პასუხი მოჰყვა.