იტალიაში კარაბინიერებმა ქართველი ემიგრანტი ცემით მოკლეს
იტალიაში კარაბინიერებმა ქართველი ემიგრანტი ცემით მოკლეს

A+ A-

01:03 20/01/2020

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში იტალიაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებაზე წერს.

ჟურნალისტის თქმით, კარაბინიერებმა ქართველი ემიგრანტი ცემით მოკლეს.

„იტალიაში, სადეპორტაციო განყოფილებაში, პოლიციელებმა ცემით მოკლეს 36 წლის ვახო ჯოხაძე, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკა ახლობელს. ძალიან ცუდად ვარ, 10-მა კარაბინერმა მცემა და მუცელში წიხლები მირტყესო!

თუ ქვეყანა ვართ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მიმართოს ნოტით იტალიის ხელისუფლებას, დამნაშავეთა დასჯის შესახებ!
სხვები მაინც რომ გადაარჩინონ ამ ფაშისტებისაგან!
აცხონოს უფალმა ვახო ჯოხაძე…“, - წერს გიგაური სოციალურ ქსელში.