მხარს ვუჭერთ თბილისთან მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
მხარს ვუჭერთ თბილისთან მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

A+ A-

17:36 17/01/2020

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის გაკვირვება, რომელიც აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი მხრივ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის პრობლემების, რეგიონული უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და სხვა საკითხების განხილვას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰუმანიტარულ თანაშრომლობასთან. ამავე დროს გასაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა, რომელიც ემყარება აფხაზი ხალხის სურვილს და ასახულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, არ წარმოადგენს განხილვის საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის სხვა პლატფორმების განხილვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რაც იურიდიულად მხარეებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აკისრებს“.