ესპანელ მილიარდერს პიკასოს ნამუშევრის ქვეყნიდან უნებართვოდ გატანის მცდელობისთვის 18- თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ესპანელ მილიარდერს პიკასოს ნამუშევრის ქვეყნიდან უნებართვოდ გატანის მცდელობისთვის 18- თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

A+ A-

10:43 17/01/2020

ესპანელ მილიარდერს, 83 წლის ჰაიმე ბოტინს პაბლო პიკასოს ნამუშევრის ქვეყნიდან უნებართვოდ გატანის მცდელობისთვის 18 - თვიანი პატიმრობა და 52 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

პიკასოს ნამუშევარი „ახალგაზრდა ქალის თავი“ ესპნელი მილიარდერის იახტაზე 2015 წელს აღმოაჩინეს. აღნიშნული ტილო ქვეყნის ეროვნულ განძად მიიჩნევა და სწორედ ამიტომ მისი ქვეყნიდან გატანა არ შეიძლება.

ესპანეთისა სასამართლოს დადგენილებით ტილო სახელმწიფოს უნდა გადაეცეს.

ბოტინს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.