ჰოდა ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!! - ექსპერტი გია აბაშიძე
ჰოდა ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!! - ექსპერტი გია აბაშიძე

A+ A-

15:54 16/01/2020

ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები, - ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები. ირაკლი შოთაძემ გახსნა ციხეებში სისტემური წამების საქმეები. ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები. ამიტომ უტევდნენ ნაცები გაშმაგებულები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

ჰოდა ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!!“,- წერს აბაშიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე 9 კანდიდატი წარადგინეს. მათ შორის, თანამდებობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე.