“მძიმედ მყოფი გოგონა საავადმყოფოდან იმის გამო გამოუშვეს, რომ სოციალურად დაუცველი იყო"
“მძიმედ მყოფი გოგონა საავადმყოფოდან იმის გამო გამოუშვეს, რომ სოციალურად დაუცველი იყო"

A+ A-

15:37 15/01/2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სახელით „არსო ევა“, „ფეისბუქის“ საჯარო ჯგუფში „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ პოსტს დებს, სადაც დეტალურად ჰყვება, რომ მძიმედ მყოფი გოგონა საავადმყოფოდან იმიტომ გამოუშვეს, რომ სოციალურად დაუცველი იყო.    

ამ ჯგუფში გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხალხო გაოგნებული ვარ, აი, შოკიდან კიდე ვერ გამოვედი ასეთი უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო ექიმი ვერ ვხვდები. მეზობლის გოგო გაგვიხდა ცუდად, ჰაერის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. 1 საათზე მეტხანს ველოდეთ, არ მოვიდა.  იძულებულები გავხდით წაგვეყვანა მანქანით, რუსთავში კერძოდ აზოტის საავადმყოფოში მივიყვანეთ. გასინჯეს ანალიზები აუღეს რენტგენი გადაუღეს და უთხრეს, რომ ჰქონია ორივე ფილტვის ანთება, ბრონხების ანთება და + ამას შხამიანი ჩიყვი, ბეწვზე ხარ გადარჩენილი გაგუდვასო, 2 საათში გოგო გამოუშვეს უკან იმის გამო, რომ იყო სოციალურად დაუცველია და არ უწევდა თანხის გადახდა, ამასთანავე არც დანიშნულება მისცეს,  რომ ემკურნალა, ალერგიულია და ყველანაირ ანტობოიტიკს ვერ სვამს.  აი, შოკში ვარ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო ამ დროს, დღეს იგივე დაემართა, სუნთქვა შეეკრა ვერ სუნთქავდა ითიშებოდა ისევ სასწრაფო და ისევ 1 საათიანი ლოდინი დღეს სამწუხაროდ მანქანა აღარ იყო აქ. რა ვქნა, ვის მივმართო ექიმის უპასუხისმგებლობისთვის?“,-  წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.