"ქართველი ჰალკი" მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს
"ქართველი ჰალკი" მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს

A+ A-

12:12 15/01/2020

"ქართველი ჰალკი" ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს - ამის შესახებ  sporter.ge წერს.

მათი ცნობით, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად  გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა  აბსოლუტურმა  უმრავლესობამ, 12864 ადამიანმა (98%) ლევან საგინაშვილს დაუჭირა მხარი.

გამოკითხვაში "ქართველი ჰალკის” კონკურენტები დიმიტრი სილაევი, კრასიმირ კოსტანდინოვი, ვიტალი ლალეტინი, ევგენი პრუდნიკი, მინდაუგას ტარასაიტისი, დიმიტრი ტრუბინი და ოლეგ პეტრენკო იყვნენ.