2020 წლიდან საჯარო სკოლებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება
2020 წლიდან საჯარო სკოლებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

A+ A-

14:11 06/01/2020

თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლებში 2020 წელს ვიდეოკამერები დამონტაჟდება, ეტაპობრივად კი ვიდეოკამერებით ქვეყანაში არსებული ყველა სკოლა აღიჭურვება.

დაგეგმილია ასევე სკოლების აღჭურვა დეტექტორებით. განათლების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებების მიხედვით, იგეგმება საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება, ხოლო კერძო სკოლებში - უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს.