ისე წარიმართება მთელი წელი, როგორც პირველ დღეებს აღნიშნავთ - ცაგარელი
ისე წარიმართება მთელი წელი, როგორც პირველ დღეებს აღნიშნავთ - ცაგარელი

A+ A-

11:46 03/01/2020

განეწყვეთ პოზიტიურად, რადგან სწორედ ისე წარიმართება მთელი წელი, როგორც პირველ დღეებს აღნიშნავთ, თუმცა, მაინც არ ღირს ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, რათა არ გამოიწვით კონფლიქტები, რისი ალბათობა ძალიან მაღალია, გვაფრთხილებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. 

ცაგარელი ახალი წლის დღეების გატარების რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევს. 

დღის ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევანი გააკეთეთ თეთრ, ვერცხლისფერ, მწვანე, ლურჯ და იისფერ აქსესუარებზე.

სამკაულების არჩევისას კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო აირჩიეთ. ეს სამკაულები დაგეხმარებათ ბუნებრივი შარმის გაძლიერებაში, კოსმოსის დადებითი ენერგიის და წარმატების მოზიდვაში.

იღბლიანი დღეებია კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად წარმატებული დღე ელით ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.