რა დაკარგა ლევან ვასაძემ?
რა დაკარგა ლევან ვასაძემ?

A+ A-

18:46 30/12/2019

ასტროლოგი მიხეილ ცაგრელი ამტკიცებს, რომ ლევან ვასაძემ, რომელმაც საზოგადოებას თავი ლგბტ თემის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლით დაამახსოვრა, 2019 წელს უზარმაზარი შანსები გაუშვა ხელიდან, რომ პოლიტიკაში არ მოვიდა.

„ლევან ვასაძე ძაღლის წელიწადში დაბადებული მშვილდოსანია და მას 2020 წელს წარმატების ბევრად ნაკლები შანსები ექნება, ვიდრე 2019 წელს ჰქონდა. ხუთქულიანი სისტემით, მისი წარმატების შანსებს ოთხიანზე შევაფასებდი. წელს ჰქონდა ძალიან კარგი წელი, რომელიც არ გამოიყენა. წელს რომ მოსულიყო პოლიტიკაში, მისთვის ძალიან კარგი იქნებოდა. როგორც ჩანს, არ კითხულობს ასტროლოგიას და არც ჩემს პოსტებს. დაკარგა ძალიან კარგი შანსი. მომავალ წელს კიდევ აქვს შანსი, მაგრამ იმდენი არა, როგორიც წელს ჰქონდა“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი „2020NEWS“-თან.