დრო საუკეთესო საჩუქარია - სანტას საშობაო მიმართვა ლაპლანდიიდან (ვიდეო)
დრო საუკეთესო საჩუქარია - სანტას საშობაო მიმართვა ლაპლანდიიდან (ვიდეო)

A+ A-

17:04 22/12/2019

ფინეთში, ლაპლანდიიდან სანტამ ტრადიციული საშობაო გზავნილი გაავრცელა და მსოფლიოს მოუწოდა ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა არ გამოიყენონ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=69&v=XZbS7yBvEv4&feature=emb_title

დრო საუკეთესო საჩუქარია, – ასეთია წელს სანტას საშობაო გზავნილი.

„კიდევ ერთხელ ჩაიარა მორიგმა წელმა და შობის დრო დადგა. ვიმედოვნებ, რომ შენი წელი ძალიან კარგი იყო. ამ წელმა დამაფიქრა ერთ რამეზე, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს. მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ადამიანები კეთილი და მეგობრული სიტყვების გამოყენებას შეძლებდნენ. კარგია, იფიქრო სხვა ადამიანების ფიქრებსა და გრძნობებზე. ხშირად მეკითხებიან, რა არის საუკეთესო საჩუქარი? ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი დროა, რომელიც შენ შეგიძლია დაუთმო სხვას. დრო, რომელსაც ატარებ ოჯახთან, შვილებთან, მეგობრებთან. ასე რომ, გთხოვთ, დაუთმეთ დრო ერთმანეთს. იმედი მაქვს, შესანიშნავი შობა გექნებათ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“, -ამბობს სანტა.

წელიწადის ამ დროს სანტას სოფელი ლაპლანდიაში განსაკუთრებით ხალხმრავალია. სანტას ერთ-ერთი ელფის ცნობით, ყოველდღიურად სანტა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებისგან 32 ათასამდე წერილს იღებს.